კოსოვოს პრეზიდენტი - სერბეთი დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად
კოსოვოს ხელმძღვანელობა სერბეთს დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
კოსოვოს ლიდერი ვიოსა ოსმანი აცხადებს, რომ დონბასის კონფლიქტი არის მოქმედების ორიენტირი, რომელსაც სერბეთი ახლა რეგიონის ცხელ წერტილებში იყენებს.
„იმ გეგმის ზუსტი შესრულებით, რომელიც პუტინმა 2014 წელს განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ, ვუჩიჩი და სერბეთი მიზნად ისახავენ დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციას და ჩვენი რეგიონის დესტაბილიზაციის გზით თავდასხმას ფასეულობათა სისტემაზე, რომელზეც ევროკავშირი და ნატო დგანან“, – განაცხადა ვიოსა ოსმანიმ.
კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში, აპრილის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც სერბებმა, ბელგრადის მოწოდებით, ბოიკოტი გამოუცხადეს, ალბანური წარმოშობის პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს, ხოლო აქტივობა კი 4 პროცენტზე ნაკლები იყო. ახალი მერების მუშაობის დაწყებისას საპროტესტო აქციები გაიმართა. კერძოდ, სოფელ ზვენჩანში მომიტინგეები ნატო-ს სამშვიდობოებს დაესხნენ თავს. დაშავდა 30 იტალიელი და უნგრელი ჯარისკაცი და 50-ზე მეტი სერბი.