კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, ამის მიზეზია სანჩესის მეუღლე ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი.
მედიის ცნობით, საქმის გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა უწყებამ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.
საჩივარი ბეგონა გომესის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა.
ამასთან, სანჩესმა განაცხადა, რომ 29 აპრილს გაავრცელებს ინფორმაციას, დარჩება თუ არა თანამდებობაზე.