კორუფციაში ბრალდებული ისრაელის პრემიერის სასამართლო პროცესი 17 მარტს გაიმართება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი 17 მარტს გაიმართება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ისრაელის პრემიერს კორუფციაში ადანაშაულებენ. ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის ისტორიაში ერთადერთი მოქმედი პრემიერია, რომლის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული.
გამოძიება სამ კორუფციულ საქმეზეა დაწყებული. ისრაელის პრემიერს თაღლითობაში, მექრთამეობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ისრაელის პრემიერმა ბიზნესმენებისგან 264 000 დოლარის ოდენობის საჩუქრები მიიღო.
ისრაელის პრემიერი ბრალდებებს უარყოფს.