კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს
კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს. მათგან ერთ-ერთი არასწრულწლოვანია.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ბათუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში ერთ ადამიანს ეძებენ.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან შვიდი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.