კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში ხუთი პირია მოთავსებული
კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში ხუთი პირია მოთავსებული

კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში ხუთი პირია მოთავსებული, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

ამასთან, როგორც თეა მიგინეიშვილმა აღნიშნა, ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ორი ქალი და სამი მამაკაცი. ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება გუშინ კლინიკაში მყოფ კიდევ ორ პაციენტს, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ და უკვე გავწერეთ კლინიკიდან“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.