კორონავირუსზე ბათუმის ლაბორატორიებში 679 პირი გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
კორონავირუსზე ბათუმის ლაბორატორიებში 679 პირი გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ცხელების კლინიკებს რესპირატორული ჩივილებით 38-მა პირმა მიმართა, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება შვიდი ინფიცირებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 29 627 პირს. კარანტინში რჩება 2236 მოქალაქე.