კორონავირუსულ ინფექციაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანგარიშებს ზღუდავენ
„ბიბისის“ ინფორმაციით, სოციალურმა ქსელებმა დონალდ ტრამპი და მისი კამპანია „კოვიდ 19“-ზე გაკეთებული განცხადების გამო შეზღუდეს.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ტრამპმა თქვა, რომ ბავშვები კორონავირუსის მიმართ „თითქმის სრულად იმუნურები“ იყვნენ. „ფეისბუქმა“ ტელეკომპანია „ფოქსთან“ ტრამპის ინტერვიუდან ამონარიდი წაშალა და თქვა, რომ შინაარსი შეიცავდა „მავნე დეზინფორმაციას.“
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო „ტვიტერმაც“, რომლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტრამპის კამპანიის ანგარიში იქამდე გაიყინება, ვიდრე იგივე ვიდეოგვერდიდან არ წაიშლება.
„ბიბისი“ წერს, რომ მარტში „ტვითტერის“ ადმინისტრაციამ ბიზნესმენ, ელონ მასკის განცხადება, რომ კორონავირუსის მიმართ ბავშვები „არსებითად იმუნურები“ არიან, საკუთარი წესების დარღვევად არ მიიჩნია.