კორონავირუსთან დაკავშირებით წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემომსვლელ ყველა ადამიანს ამოწმებენ
კორონავირუსთან დაკავშირებით წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემომსვლელ ყველა ადამიანს ამოწმებენ

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემომსვლელ ყველა ადამიანს ამოწმებენ.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ სიცხეს უზომავენ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ საზღვრის გადმოკვეთის უფლებას.

როგორც პირველ არხს აზერბაიჯანიდან წამოსულმა ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, შემოწმების შემდეგ ირანის ორ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.

„მე შემოწმება გავიარე, რადგან ყველაფერი წესრიგში მქონდა, გამომიშვეს. ჩემთან ერთად საზღვარზე კიდევ ირანის სამი მოქალაქე იყო. ვიდრე კონტროლს გავივლიდი ორი უკან გააბრუნეს. არ ვიცი, რა მიზეზი უთხრეს, არ მესმოდა. დავინახე, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება არ მისცეს“,- აცხადებს დილმან გუსეინოვი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.