კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის კოორდინატორი - აშშ-ს კორონავირუსის წარმოშობის დამადასტურებელი მკაფიო მტკიცებულება არ აქვს
აშშ-ს კორონავირუსის წარმოშობის დამადასტურებელი მკაფიო მტკიცებულება არ აქვს. ამის შესახებ განცხადება კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის კოორდინატორმა დებორა ბირკსმა გააკეთა.
„სიბიესთან“ ინტერვიუში ბირკსმა თქვა, რომ ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არსებობს.
„ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი გაჩნდა ჩინეთში, თუმცა სად და როგორ, არა“, – განაცხადა ბირკსმა.
შეგახსნებთ, რომ ამერიკულმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ კორნავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომელი იყო. ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამ ინფორმაციას უარყოფს.