კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილს სამეგრელოს გუბერნატორიც გადარიცხავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია უერთდება „ქართული ოცნების“ ინიციატივას და ხელფასების ერთ მესამედს Covid-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.
ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთში ცხელების ცენტრის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
„ვუერთდებით „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც ითვალისწინებს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ის გადარიცხვას, სამი თვის განმავლობაში. დღეს ყველას მიეცა საშუალება შეიტანოს თავისი წვლილი ამ დიდ გამოწვევასთან ბრძოლაში. შესაბამისად, ჩვენ ყველამ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერდეთ ამ ინიციატივას“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
აღნიშნულ ინიციატივას სხვა რეგიონის რწმუნებულები, მათი ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტებიც შეურთდნენ.