კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც ჩარიცხავენ
კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილის ჩარიცხვის შესახებ სოლიდარობის აქციას კახეთიც შეუერთდა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წარმომადგენლები ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს ვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ.
მისი თქმით, რეგიონი აქტიურად მონაწილეობს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, აქედან გამომდინარე, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო მოხელე მზად არის, ფინანსური მხარდაჭერა ამ ფორმით გამოხატოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც შექმნილმა ვითარებამ დააზარალა.