კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, აშშ-ში მალარიის სამკურნალო ექსპერიმენტული წამალი ხელმისაწვდომი გახდება
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, აშშ-ში მალარიის სამკურნალო ექსპერიმენტული წამალი გახდება ხელმისაწვდომი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მედიკამენტ „ქლოროქინის“ შეძენა, რომელიც მიღებულია აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ, რეცეპტით იქნება შესაძლებელი.
დონალდ ტრამპის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ანტივირუსული თერაპია ვირუსის სიმპტომების შეზღუდვის მიზნით.
„მე მივმართე საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას, რომ აღმოფხვრას წესები და ბიუროკრატია, რომ საქმე სწრაფად შესრულდეს. ჩვენ უნდა მოვხსნათ ყველა ბარიერი. ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც დაგეგმილი იყო, ეს არავის მოკლავს. ძალიან გამამხნევებელი ადრეული შედეგი ჰქონდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელებისთვის კიდევ ერთი მედიკამენტი „რემდესივირი“ იქნება ხელმისაწვდომი.