კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა
კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა

​ბაღდათის სასწრაფო დახმარების 45 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. კოვიდინფიცირებული მედიკოსი სამკურნალოდ თბილისში იყო გადმოყვანილი.

„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. გუშინ ღამით კოვიდით გარდაიცვალა ბაღდათის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც 45 წლის იყო. ექიმი მკურნალობდა სამედიცინო დაწესებულებაში. მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ქალბატონი იყო მძიმეწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით გარდაიცვალა“, – განაცხადეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ასევე კორონავირუსით ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი გარდაიცვალა.