თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთ კი თბილისში გარდაიცვალა.
როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
„გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი“, – განაცხადა ენდელაძემ.