კორონავირუსით კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანია დაავადებული. ვირუსით ქვეყნის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა დაინფიცირებული.
„ჩემი ტესტის პასუხი დადებითია. არაფერია საგანგაშო. ახლა კარანტინში ვარ. უფლის წყალობით ჩვენი ხალხი ამ ვირუსს დაამარცხებს“, – განაცხადა მოჯტაბა ზონლოურმა.