თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან 12 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 46 პაციენტი იმყოფება.
მისივე თქმით, მათგან 30 კორონავირუსით ინფიცირებულია.
„გარდა ამისა, შვიდი პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომლებიც განისაზღვრა, როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად ამ კორონავირუსით ინფექციების. ერთი იცით, რომ გაჯანმრთელებული გაეწერა. ანუ სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიიდან 12 პირის შემთხვევაში ანალიზის პასუხებს ელოდებიან.