კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ეზუგბაიას თქმით, პაციენტებს ტემპერატურა ნორმის ფარგლებში აქვთ და კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებიც მნიშვნელოვანად არ შეცვლილა.

„ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები. კვლევებთან ერთად ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება. სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების მიხედვით და არსებული სიტუაციით, მათი დაავადება არ პროგრესირებს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ტემპერატურა ნორმაში აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, თუ ეს ასე გაგრძელდება, კარგი გამოსავალი იქნება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.