კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა. შემთხვევა იმპორტირებულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ -19 სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დაუდასტურდა.

პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა.

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პაციენტთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და პროცესი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მათივე ცნობით, პნევმონია 17-დან მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნება.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე გასული 24 საათის განმავლობაში 1001 პირი გამოიკვლიეს, საიდანაც ინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

ცხელების კლინიკებში დილიდან მოთავსებულია 50 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

აჭარაში სულ კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 41 131 პირს. კარანტინში იმყოფება 2623 მოქალაქე. იზოლაციის სივრცეები კი, უკვე დატოვა 13 230-მა პირმა.