კორონავირუსით ინფიცირებული თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთნის მეუღლესა და სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფ მის სამ მეზობელს ტესტი ჩაუტარდებათ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სპეციალისტები კორონავირუსით ინციფირებული თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთნის მეუღლეს და თვითიზოლაციაში მყოფ სამ მეზობელს ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას უღებენ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელ თენგო მოსულიშვილის განცხადებით, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 27 აპრილს მეუღლესთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. რამდენიმე დღეში მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
სოფელ ნუკრიანში აღებულ ნიმუშებზე, პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.