კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა.

როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 59 წლის ქალი კლინიკაში ორმხრივი პნევმონიითა და სეფსისით შეიყვანეს.

„პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, მათ შორის შაქრიანი დაიბეტი. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა მწვავე სუნთქვის უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით, ასევე ჰქონდა სეფსისი. ორი წლის წინ გულზე გაკეთებული აქვს შუნტირება“, – განაცხადა ნოდარ მაღლაკელიძემ.

გარდაცვლილი პაციენტი აჭარიდან იყო.