კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
რუსეთის მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 10 899 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში კორონავირუსი საერთო ჯამში 232 243 ადამიანს დაუდასტურდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან ქვეყანაში უკვე 43 512 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 116 კი დაიღუპა.