კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა შორის ერთი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა შორის ერთი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ერთი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მისთვის ჩატარებული განმეორებითი კვლევის ანალიზი უარყოფითი აღმოჩნდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს და თვითიზოლაციას სახლში გააგრძელებს.

ბათუმში კორონავირუსისგან უკვე ხუთი პირი განიკურნა.

ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ ცხრა ინფიცირებული რჩება. ამ დრომდე უცნობია ცხელების ცენტრში დღეს გამოკვლეულ პაციენტთა ანალიზების შედეგები.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა.