კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ბორის ჯონსონი სამსახურს უბრუნდება

02:37, 26.04.2020

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან განაგრძობს.

ქვეყნის პრემიერი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მკურნალობას საავადმყოფოში, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი, მან მკურნალობა საზაფხულო რეზიდენციაში განაგრძო.

მსგავსი