თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარებას ცდილობს

00:17, 29.10.2026

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ლიდერებმა თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური მოვლენები განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ, „მექის ერთობლივი თავდაცვითი ალიანსის“ ფარგლებში, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ და იემენში განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებენ და საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებას ცდილობენ.

უკრაინა-რუსეთის დიპლომატიურ პროცესთან დაკავშირებით ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს პროცესის აღდგენისა და ომის ამ გზით დასრულების მცდელობებს.

მსგავსი