„თაიმს ოფ ისრაელი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ისრაელის მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების პროცესში ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

00:08, 29.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ისრაელის მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების პროცესში ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, — ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა „თაიმს ოფ ისრაელს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ცნობები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონს კოალიციის კონკრეტული ფორმულა ურჩევნია, „მცდარი და ნაადრევია“.

გარდა ამისა, ისრაელის მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან და ბენიამინ  ნეთანიაჰუმ ირანთან მიმართებით „საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ“.

ცნობისთვის, ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი ლიდერობს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ ახერხებს.

მსგავსი