სამეცნიერო კონფერენცია სოხუმის უნივერსიტეტში

15:31, 27.10.2026

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისა და აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ქართველური ენები, აფხაზური და კავკასიურ-იბერიული ენები და თეორიული ენათმეცნიერება. ეს იყო ღონისძიების სამი მთავარი მიმართულება. ქეთევან ლომთათიძე აფხაზური და აბაზური ენების ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი იყო, რომლის ხელმძღვანელობით 30-ზე მეტი სადისერტაციო ნაშრომი მომზადდა. კონფერენციაზე ისაუბრეს მეცნიერის მემკვიდრეობასა და ქართულ-აფხაზური სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილ წვლილზე. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა, კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

მსგავსი