ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ პროფკავშირი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთის პროფკავშირი CSIF-ი სარკინიგზო ავარიის შემდეგ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის, ოსკარ პუენტეს გადადგომას ითხოვს.
მანამდე ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ავარია მატარებლების მოძრაობის დისპეტჩერის „აუხსნელმა“ მცდარმა განკარგულებამ გამოიწვია.
როგორც პუენტემ შეჯახების გარემოებებზე საუბრისას აღნიშნა, კომპიუტერული სისტემის გაუმართაობის გამო 63-კილომეტრიან მონაკვეთზე უსაფრთხოების სისტემა დაზიანდა, რის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე მყოფი ყველა მატარებელი ავტომატურად გაჩერდა.
საპასუხოდ, პროფკავშირმა მთავრობას მოუწოდა, პატივი სცეს გამოძიებას. მათივე განცხადებით, პუენტე პასუხისმგებლობას არ იღებს და ბრალს შრომისმოყვარე ადამიანს სდებს.