კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი იმპორტირებულია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი იმპორტირებულია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი იმპორტირებული შემთხვევაა, ორის წყარო კი უცნობია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1469-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 924 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი დაიღუპა.