კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემში მასობრივი ტესტირება დაიწყო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია. მათ ე.წ. სწრაფი ტესტი უტარდებათ.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. შემთხვევები ძირითადად წამოვიდა ფოთის „ტექსტილის“ საწარმოში დასაქმებული პირებისაგან, თუმცა გვაქვს სხვა შემთხვევებიც, რომლებიც მასთან არ იყო დაკავშირებული.
შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა ჩოჩხათის, ნიგვზიანისა და ნიგოეთის თემის სოფლებში. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩაგვეტარებინა მასობრივი ტესტირება, რომ უფრო მეტად გამოვავლინოთ ინფიცირებულები“, – განაცხადა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა.