კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთის ზოგიერთ სახელოვნებო სასწავლებელში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთის ზოგიერთ სახელოვნებო სასწავლებელში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

ფოთში, ზოგიერთი სახელოვნებო სასწავლებელი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის განცხადებით, უცნობია, როდემდე გაგრძელდება სწავლა დისტანციურ რეჟიმში.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, მიღებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება. პრევენციის მიზნით, სახელოვნებო სასწავლებლების ნაწილი, რომელთაც ხელოვნების სახეობა მისცემს ამის საშუალებას, დისტანციური მეთოდით გააგრძელებს სწავლის პროცესს“, – აცხადებენ ფოთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.