კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ხვალიდან ფოთში ორი სკოლა სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავა
კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ხვალიდან ფოთში ორი სკოლა სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით, კიდევ სამი სკოლა ნაწილობრივ ონლაინრეჟიმზე გადავა.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივმა სამსახურმა რეკომენდაციები გასცა ჩვენი ქალაქის სხვადასხვა სკოლაში სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რამდენიმე სკოლაში კოვიდდადასტურებული შემთხვევებისა და იზოლაციაში გადასულ მოსწავლე- მასწავლებელთა რაოდენობის ზრდით. მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის ზოგად საგანმანათლებლო საშუალო სკოლა 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავა.
რაც შეეხება მე-15 სკოლას, აქაც 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სწავლა გაგრძელდება დისტანციური ფორმატით, გარდა პირველი კლასებისა. ხოლო, პირველ და მესამე საჯარო სკოლებში წერტილოვნად შეიზღუდება დასწრებითი სწავლების ფორმა იმ კლასებში, სადაც დადასტურებულია კოვიდინფექცია. ასეთია მესამე საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთი – მეათე კლასი, პირველ საჯარო სკოლაში კი ოთხი კლასი: მე-3, მე-6 და მე-8 კლასები“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.