კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი არ მუშაობს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი არ მუშაობს.
კონკრეტულად რამ გამოიწვია აღნიშნული ხარვეზი, უცნობია. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, „მიმდინარეობს ტექნიკური განახლება“.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ პორტალზე https://booking.moh.gov.ge „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე უნდა განახლებულიყო, თუმცა მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, უწყებაში განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
ამასთან, კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ამ დრომდე არ განახლებულა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.