იაპონიამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი გამოიყენოს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, იაპონიამ იაფი და ხელმისაწვდომი სტეროიდის გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატმა ინფექციის მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამცირა.
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო საშუალებად უკვე ორი პრეპარატი – რემდესივირი და დექსამეტაზონი გამოიყენება.
ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო პირველ პრეპარატად სწორედ დექსამეტაზონი დაასახელეს.