კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია, დაინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.
„კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და სულ ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობაა 1 171. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა და 947-ს შეადგენს. ამ მონაცემებით, დღესდღეობით კოვიდცენტრებში 245 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, ხუთი ახალი პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოს ორი დაემატა.
მისივე თქმით, ამ ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ჩვენს ცენტრში არავინ გამოჯანმრთელებულა. ინფექციურ საავადმყოფოს ორი ახალი ინფიცირებული დაემატა, ეს ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არაინ. ერთი რუსეთიდან არის შემოსული, მეორე- აზერბაიჯაინდან. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის გაუარესება და პროგრესირება არც ერთ პაცინტთან შეინიშნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.