კორონავირუსის საფრთხის გამო, კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია
კორონავირუსის საფრთხის გამო, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია. კანადის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მეუღლეს, სოფი გრეგუა-ტრუდოს ავადმყოფობის მსუბუქი ფორმები გამოუვლინდა. ორივე მათგანი სახლში რჩება, ვიდრე ტესტის პასუხები არ იქნება.
თავად კანადის პრემიერ-მინისტრს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ უმჟღავნდება. ქვეყნის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯასტინ ტრუდო სახლიდან მუშაობს.
კანადაში კორონავირუსით დაინფიცირების 103 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიასთან გასამკლავებლად, კანადა ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს.