კორონავირუსის საფრთხის გამო, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გადაიდო
კორონავირუსის საფრთხის გამო, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გადაიდო.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, ხორვატიის ელჩი შეხვედრაზე დასასწრებად ვერ მივიდა, რადგან მას ვირუსით დაავადებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა. საუბარია ევროპული საბჭოს თანამშრომელზე, რომელსაც მანამდე ვირუსი დაუდასტურდა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ხორვატიის მუდმივი წარმომადგენელი მომდევნო კვირაში დაგეგმილი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო. ამ შეხვედრის მთავარი თემა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაა.
ევროპული საბჭოს თანამშრომელს კორონავირუსის დიაგნოზი 4 მარტს დაუსვეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულია მისი კიდევ ერთი კოლეგა.