კორონავირუსის საფრთხის გამო, ბრაზილიამ ვენესუელასთან საზღვარი ჩაკეტა
კორონავირუსის საფრთხის გამო, ბრაზილიამ ვენესუელასთან საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საზღვარი 15 დღით იქნება დახურული. საზღვარზე გადასვლას მოახერხებენ მხოლოდ სატვირთო ავტომობილები და ჰუმანიტარული ტვირთი.
როგორც „როიტერი“ ბრაზილიის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, შეზღუდვა შესაძლოა, 15 დღეზე მეტხანს გაგრძელდეს.
ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსის 350 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულებს შორის რამდენიმე პოლიტიკოსიც არის. დაღუპულია ორი ადამიანი.
რაც შეეხება ვენესუელას, ლათინური ამერიკის ქვეყანაში კორონავირუსით 36 ადამიანია ინფიცირებული.