კორონავირუსის საფრთხის გამო, აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა
კორონავირუსის საფრთხის გამო, აზერბაიჯანმა ირანთან არსებული საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ორი კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი.
დღეს, აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში ინფექცია სულ სამ ადამიანს აქვს დადასტურებული.
ინფიცირებულები ირანიდან დაბრუნებული აზერბაიჯანელები არიან. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებაში არიან განთავსებულნი.
აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა.