კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სპორტული დარბაზებისა და სპაცენტრების მუშაობა შეიზღუდება
სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება შეიზღუდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
„სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება. ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეზღუდვის გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიღებული, მათი მენეჯმენტის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში, რაც მოგვცემს საშუალებას, ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.