კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხვალიდან ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდება, არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი კი სოფლის ცენტრებზე გადანაწილდება.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა.
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაბამისი გრაფიკი მუნიციპალიტეტის გვერდზე განთავსდება.
მისივე თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება.
ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდება მოსაცდელებს.
გარდა ამისა, ამ საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება ზუგდიდის აგრარულ ბაზარშიც.