კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთში არასასურსათო სავაჭრო ობიექტები დღეიდან მუშაობას წყვეტენ
სხვა ქალაქების მსგავსად, ფოთში დღეიდან არასასურსათო სავაჭრო ობიექტები მუშაობას წყვეტენ.
ამის შესახებ ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ განცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მითითებების შესაბამისად, ის ობიექტები, რომელთა ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მუშაობას დროებით შეწყვეტენ.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყველას ერთად გვიწევს სასტიკ პრობლემასთან შებრძოლება. ქვეყანაში მიღებულია გადაწყვეტილება და არის მოწოდება, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დარჩეს სახლში, რათა რისკები შემცირდეს. რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას, პრევენციის მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციის საფუძველზე, ჩვენს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქში შეჩერდეს როგორც სილამაზის სალონების, ასევე არასასურსათო მაღაზიების მუშაობა.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა სურსათის მაღაზიების მფლობელებთან, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ არ ყოფილიყო ფასების ხელოვნურად ზრდა, ასევე გვქონდა ვისაუბრეთ, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული ის წესები, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. თითოეული ადამიანი მაღალი თვითშეგნებით მოეკიდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რესტორნებს, მათი ნაწილი გააგრძელებს მუშაობას მიტანის სერვისით, ადგილზე მომსახურება კი არ იქნება. აგრალური ბაზრის დაკეტვის საკითხი დღეისათვის არ დგას, გაძლიერებული რეჟიმით მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, მაქსიმალურად ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.