კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანმა საზღვრები ჩაკეტა.
აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე ძალაში შედის ქვეყნის შიგნით ადამიანების გადაადგილების შეზღუდვის ბრძანება.
ბაქოში აცხადებენ, რომ 5 აპრილიდან 20 აპრილამდე, აზერბაიჯანის საზღვრები ჩაიკეტება სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტისთვის.
გამონაკლისი მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს შეეხება.
ასევე აიკრძალა ქვეყნის შიგნით საჰაერო გადაადგილება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ზომები ქვეყნის ტერიტორიაზე დაინფიცირების ოპერატიულ გამოვლენას შეუწყობს ხელს და საავადმყოფოებს უკეთესად მომზადების საშუალებას მისცემს.
სპეციალური საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანში 24 მარტიდან მოქმედებს.
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 521 შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი დაიღუპა.