კორონავირუსის პანდემიის გამო, უკრაინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორი კვირით საზღვარს დაკეტავს
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, უკრაინა 48 საათში უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის ორი კვირით საზღვარს დაკეტავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალეექსეი დანილოვმა განაცხადა.
„48 საათში ჩვენი ქვეყანა დაკეტავს საზღვარს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის. უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ, ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა დანილოვმა.
ამასთან, დანილოვმა აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში იქნებიან ის უკრაინელები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული.
უკრიანის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, 29 მარტიდან საბჭო გადაწყვეტს, თუ რა ზომებს მოიმოქმედებს შემდგომ პერიოდში.