კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ის უმაღლესი სასამართლო მოსმენებს ტელეფონის მეშვეობით ატარებს
კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ის უმაღლესი სასამართლო მოსმენებს ტელეფონის მეშვეობით ატარებს

კორონავირუსისი პანდემიის გამო აშშ-ის უმაღლესი სასამართლო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოსმენებს სატელეფონო ზარების მეშვეობით ჩაატარებს.

ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ამ ზარების პირდაპირ ეთერში გაშვებაც იგეგმება. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სხდომა მსგავსი ფორმატიტ იმართება.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი განხილვაა ჩანიშნული, მათ შორის ერთ-ერთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაფინანსებასაც ეხება.