კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მოსაცდელების სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მოსაცდელების სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელის სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო.

ბათუმის მერიის ცნობით, პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია.

„დილიდანვე სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის სრული ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი და სკამები.

ეტაპობრივად განხორციელდება 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსარებით დამუშავება. ასევე დასუფთავების სამსახურის მიერ დეზინფექცია ჩაუტარდება სკვერებს, პარკებს, საბავშო ატრაქციონებსა და სპორტულ მოედნებს.

მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო“,- აღნიშნულია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.