კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთი ჩინეთთან საზღვარს ჩაკეტავს
კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთი ჩინეთთან საზღვარს ჩაკეტავს

კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთთან საზღვარს ჩაკეტავს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

მოსკოვის გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შორეულ აღმოსავლეთში რუსეთი ჩინეთს, იაპონიას, ჩრდილოეთ კორეას და აშშ-ს ესაზღვრება.

რუსეთში ოპერატიულ შტაბს ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ტატიანა გოლივკოვა ხელმძღვანელობს. ჩინეთის ხელისუფლებამ დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის გავრცელების შესახებ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა. ახალი ტიპის კორონავირუსს უკვე 170 ადამიანი ემსხვერპლა, 7 711 კი დაინფიცირებულია.