კორონავირუსის გავრცელების გამო, ესტონეთსა და ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კორონავირუსის გავრცელების გამო, ესტონეთსა და ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ესტონეთსა და ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი „დელფი“ ავრცელებს.

ესტონეთი საგანგებო მდგომარეობა პირველ მაისამდე იმოქმედებს, ლატვიაში კი – 14 აპრილამდე. მთავრობების გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნული პერიოდი გახანგრძლივდეს.

ამასთან, ლატვიაში ყველა სასწავლო დაწესებულებაში კარანტინი გამოცხადა. მოქალაქეები, რომლებიც იმ სახელმწიფოებიდან ბრუნდებიან, სადაც კორონავირუსი არის გავრცელებული, ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

ესტონეთში, აეროპორტებსა და პორტებში. სანიტარული კონტროლი დაწესდა. პირველ მაისამდე დაიხურა მუზეუმები და კინოთეატრები, აიკრძალა კონცერტები, კონფერენციები და სპორტული ღონისძიებები. საავადმყოფოებსა და ციხეებში პაციენტებისა და პატიმრების მონახულება შეიზღუდა.

ესტონეთში კორონავირუსის 27 შემთხვევა არის დაფიქსირებული, ლატვიაში კი – 16.