კორონავირუსის გამო უკრაინაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა
კორონავირუსის გამო უკრაინაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო უკრაინაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი ვიქტორია სიუმარი წერს.

3 აპრილამდე უკრაინაში დაიხურება სასწავლო დაწესებულებები, აიკრძალება მასობრივი შეკრებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, ხოლო სპორტული და კულტურული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე გაიმართება.

ასევე, შეიზღუდება ავიამიმოსვლა რამდენიმე ქვეყანასთან.

თავის მხრივ, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო წერს, რომ დედაქალაქში აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები 60-ზე მეტი მონაწილით.

ამასთან, უმაღლესი რადა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

კარანტინი უკრაინაში 12 მარტიდან ამოქმედდება.

უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დადასტურებული.