კორონავირუსის გამო, საქართველომ ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეზღუდა
საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა საგანგებო ჯგუფი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.