კორონავირუსის გამო, პოლონეთში სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდა
კორონავირუსის გამო, პოლონეთში სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდა

კორონავირუსის გამო, პოლონეთში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ორი კვირით სასწავლო პროცესი შეწყდა. კინოთეატრებმა, თეატრებმა და მუზეუმებმა მუშაობა შეაჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რეიტერი“ (Reuters) მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, პოლონეთში დღეს მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა.
პოლონეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 26 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ევროპულ ქვეყნებში დაავადების გავრცელების ტემპის გათვალისწინებით, ქვეყნის მთავრობამ პრევენციული ზომების მიღება გადაწყვიტა.

„ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა იტალიის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვითარება შეიძლება, უფრო რთული იყოს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

ჯანდაცვის მინისტრი ლუკაშ ჟუმოვსკი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტის პერიოდში ბავშვები შინ დარჩნენ და თავი შეიკავონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან.